“ყველაზე დიდი, რუსული დივერსიული ჯგუფი არის დღეს ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის და ამ პუტინისტების სახით. ამაზე უფრო დიდი დივერსიული ჯგუფი საქართველოში არ არსებობს.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“ყველაზე დიდი, რუსული დივერსიული ჯგუფი არის დღეს ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის და ამ პუტინისტების სახით. ამაზე უფრო დიდი დივერსიული ჯგუფი საქართველოში არ არსებობს. ყველაზე დიდი რუსები დღეს არიან ხელისუფლებაში და მათ შორის კონკრეტულ სამსახურზე, რომელზეც საუბრობთ, ეს არ არის საქართველოს უსაფრთხოების სამსახური, ეს არის ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახური, რომელიც თქვენც გისმენთ, მამაოებსაც, პედაგოგებსაც, პოლიტიკოსებსაც და მეტიც, საქმე საქმეზე რომ მიდგება „ეფესბეს“ აგენტ ფარცხალაძეს იცავს, ამიტომ აბსოლუტურად ნორმალურია, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან არ ვაპირებთ არავითარ თანამშრომლობას და დივერსიულ ჯგუფებზე, ყველაზე დიდი დივერსიული ჯგუფი დღეს არის ხელისუფლებაში.
რუსული აგენტურული კლანი, რომელიც არის დღეს ხელისუფლებაში, აინტერესებთ რომელ რუს აგენტზე აქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილს და უჟონავთ ინფორმაცია რუსებს, ეს აინტერესებთ მხოლოდ, ისინი საქართველოს უსაფრთხოებისთვის კი არა, რუსეთის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან და სავარაუდოდ ახლა რუსებისგან მიიღეს დავალება, რომ რა ინფორმაცია აქვს სააკაშვილს გაიგეთ, ვისზე აქვს ინფორმაცია, რადგან შესაბამისად იმოქმედონ შემდეგ რუსებმა, ამიტომ არანაირი კავშირი საქართველოს უსაფრთხოებასთან ლილუაშვილს არ და ვერ ექნება. ის არის დადასტურებულად აგენტი ფარცხალაძის მთავარი ადვოკატი და დამცველი. ყველას კარგად გვესმის, რომ მათი მთავარი ამოცანა არის არა საქართველოს უსაფრთხოება, არამედ რუსული ინტერესების გატარება ამ ქვეყანაში.“- ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სუს-ზე