“მადლობა აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. რუსულ კანონზე ხმის მიმცემი პარლამენტარები და პოლიციელები, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან მანოფესტანტებს დასანქცირებულები არიან და ეს მხოლოდ დასაწყისია.” - წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში
"ქართული ოცნების" წევრებს, რუსულ კანონზე ხმის მიმცემ პარლამენტარებს, პოლიციელებს, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, სანქციები დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გამოაცხადეს, რომ ეს დასაწყისია.
ასეთ ქვეყანაში რომელი ინვესტორი შემოვა ან გაჩერდება ?! ივანიშვილის პირობებში ეკონომილური კოლაფსი გარდაუვალია!
ივანიშვილის გუნდის მავნებლობა აისახება საქართველოს მოქალაქეების ჯიბეზე
მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის!” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მეთუ მილემა განაცხადა, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ - პირველი პაკეტი მოიცავს "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს