მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრება, რომელიც არის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულების და სწორედ ჩვენი მოსახლეობის არჩევანის შედეგი. - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. 

"ვუსურვებ ახლად არჩეულ პარლამენტს, სრულად გაამართლოს ამომრჩევლის ნდობა, ხალხის მხარდაჭერა და დაიცვას ის მონაპოვარი, რასაც მივაღწიეთ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში - ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა, მშვიდობიანი განვითარების კურსი, სვლა ევროპისკენ.

წარმატებები საქართველოს!" - წერს კახა კალაძე "ფეისბუკში".

ცნობისთვის, 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მე-11 მოწვევის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს.