თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები და ადამიანის უფლებების მდგომარეობა შეესაბამება ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს.
"საქართველოში არჩევნები ჩატარდა თავისუფლად. არჩევნებში დამარცხდა გაზულუქებული კორუმპირებული ევროპული ბიუროკრატიის ნაწილი, ის, ვინც ამ ფორმულირებას აბსოლუტურად შეესაბამება, ასევე დამარცხდნენ რადიკალები, ქვეყნის მტრები, აგენტები, ვინც ქვეყნის გაყიდვაში იღებდნენ ფულს. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, აქ ორმაგი სტანდარტი ვლინდება. კერძოდ, მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა და ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო კლავდნენ, ქონებას ართმევდნენ, ბიზნესებს აფორმებინებდნენ, ციხეებში
იბარებდნენ სწორედ ის ადამიანები, ვინც დღეს დემოკრატიაზე გვესაუბრება, მაშინ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ. სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი.
დღეს არ გვაქვს ის მდგომარეობა, რაც 2012 წლამდე იყო, როდესაც ერთი კაცის ჯიბეში იყო ყველა ტელევიზია, ყველა საინფორმაციო სააგენტო. დღეს არის მედიათავისუფლება და ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საკითხზე შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია და გააკეთოს სწორი ანალიზი და შედარება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.