ჩვენ მოვისმინეთ მუქარები, რომ იქნებოდა პროვოკაციები და არ მისცემდნენ შესაძლებლობას, ბავშვებს ეზეიმათ და აენთოთ საახალწლო ნაძვის ხე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს დიდი პასუხისმგებლობა ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე და არ სურთ, პროცესები ვიღაცებმა სათავისოდ გამოიყენონ.
„ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ განვმარტეთ, რომ ეს არის საახალწლო ზეიმი. ახალი წელი ყველას უხარია, თუმცა ყველა ვიყავით პატარები, ბავშვები და აღნიშნული დღე, საახალწლო ღონისძიებები არის განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, პატარებისთვის განსაკუთრებული. ტრადიცია, რაც იყო დედაქალაქში საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ილუმინაციებით ქალაქის განათება ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ განცხადებები, თუმცა ჩვენ მოვისმინეთ მუქარები იმასთან დაკავშირებით, რომ იქნებოდა პროვოკაციები და არ მისცემდნენ შესაძლებლობას, ბავშვებს ეზეიმათ და აენთოთ საახალწლო ნაძვის ხე. გუშინ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც იყო ამაზრზენი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე, უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე და არ გვინდა, ეს პროცესები ვიღაცებმა სათავისოდ გამოიყენონ. შესაბამისად მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება, დღეს ზეიმი არ გაიმართება და მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას ამ ყველაფერთან“, – განაცხადა კალაძემ.