„არ გავაკეთებთ ისეთ რამეს, რაც თავიდანვე ვიცით, რომ დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ შეიძლება ამით სხვა ქვეყნებმა ისარგებლონ და გამოიყენონ სათავისოდ. არავის გვინდა მივცეთ საშუალება, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. ჩვენ მხოლოდ მეგობრობა და პარტნიორობა გვინდა, გვინდა ურთიერთობების გაღრმავება." - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო ის ურთიერთობები, რომელიც ახლა არის დასავლეთთან, აშშ-სთან. საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ გაუკეთებია განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მზად ვართ, ეს ურთიერთობები გავაჯანსაღოთ, არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს, რადგან ის არავისთვისაა მისასალმებელი. მზად ვართ ჯანსაღი ურთიერთობებისთვის, მთავარია, ეს იყოს ორმხრივი“, - განაცხადა კახა კალაძემ.