მუნიციპალიტეტის ყველა საჭიროებას ვერ დაფარავს ადგილობრივი რესურსები, სწორედ ამიტომ უახლოეს მომავალში გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები დარგობრივ სამინისტროებში გადაიგზავნება, თვითმმართველობის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი და პროდუქტიული, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა, კახა გულედანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კახა გულედანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მუნიციპალიტეტებმა დაიწყეს გრძელვადიან გეგმებზე მუშაობა, რომელშიც თავიდან ბოლომდე ჩართულია რეგიონული განვითარების სამინისტრო.
„ჩვენ ვახდენთ პროცესების ფასილიტაციას. ამ ეტაპზე უკვე თითოეულ მუნიციპალიტეტში შემუშავებულია გრძელვადიანი გეგმა განვითარების, თუმცა ყველა იმ საჭიროებას, რომელიც მუნიციპალიტეტშია, ვერ დაფარავს ადგილობრივი რესურსები. სწორედ ამიტომ, უახლოეს მომავალში გადაიგზავნება გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები დარგობრივ სამინისტროებთან. მოხდება შეჯერება და სინქრონიზება თვითმმართველობის გეგმებისა და დარგობრივი სამინისტროების გეგმების, შემდეგ უკვე გადაინაცვლებს პროცესი ისევ მუნიციპალიტეტში. მოხდება გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების მოსახლეობასთან საჯარო განხილვები და ბოლოს საკრებულოზე დამტკიცება. ვფიქრობ, შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი და პროდუქტიული“, – განაცხადა კახა გულედანმა.








