ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი და პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს, სასტიკ რეპრესიებში მონაწილე ყველა მოსამართლე და პროკურორი სანქციებით უნდა დაისაჯოს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი წერს.
მისი თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის წინსვლის ერთადერთი გზა.
„ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი და პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს! ამ სასტიკ რეპრესიებში მონაწილე ყველა მოსამართლე და პროკურორი უნდა დაისაჯოს სანქციებით! თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის წინსვლის ერთადერთი გზა“, – დაწერა ჯო უილსონმა X- ზე, ასევე, დაკავებულების, მოსამართლეებისა და პროკურორების სია გაავრცელა.
All hostages and political prisoners of the Ivanishvili regime must be freed! All judges and prosecutors involved in this brutal repression must be sanctioned! Free and fair elections are the only way forward. pic.twitter.com/hjeXvGkmZt
— Joe Wilson (@RepJoeWilson) February 8, 2025