იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან - ამირან გიგუაშვილთან და ლევან მახარაშვილთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი განიხილა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ამირან გიგუაშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ლევან მახარაშვილს კი წარმოსადგენი აქვს განათლების საფეხურზე სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტი.
„თუ ლევან მახარაშვილი წარმოადგენს აღნიშნულ ერთ დოკუმენტს, რის საშუალებასაც მას კანონმდებლობა აძლევს, ჩაითვლება, რომ მისი დოკუმენტები კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაშია“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკითხის განხილვა ფრაქციებში გაგრძელდება, რის შემდეგაც კანდიდატებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრის.
ორივე კანდიდატის წარმდგენია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.