ორი ნიკა, ორი ანზორის ძე, ჩვენ მივესალმებით, მეტ ნიკას ქართულ ოპოზიციაში, რადგან „ნაცი“ „ნაცს“ თუ წაართმევს ხმებს ძალიან კარგი იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მათაც დავით კეზერაშვილი აფინანსებდეთ.
„ორი ნიკა, ორივე ანზორის ძე, რა უნდა ველაპარაკოთ ახლა? როგორი „შეხმატკბილებულები“ არიან. არაფერი საერთო არ აქვთ. ერთადერთი საერთო აქვთ, რომ ორივე „ნაცია“, იქიდან მოდიან. ფესვები არის „ნაცობიდან“ და ახლა ცდილობენ, გაემიჯნონ ხაბეიშვილისა და კეზერაშვილის პარტიას. არ გამოვრიცხავ, მათაც კეზერაშვილი აფინანსებდეს. ახალი დაირქვეს, დავამატოთ, „ახალი ნაცები“. მე მივესალმები, რადგან „ნაცი“ „ნაცს“ თუ წაართმევს ხმებს ძალიან კარგი იქნება. ამით ქვეყანაც და ჩვენი საზოგადოებაც მეტად მოგებული დარჩება. რასაც წარმოადგენენ კი ვნახეთ. მივესამებით, მეტი ნიკა და მეტი მეორე ნიკა ქართულ ოპოზიციას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.