რა შედეგები მოჰყვება საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას - ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩადებული მოთხოვნას ირაკლი ზარქუა აფასებს.
"
რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ საქართველომ სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს. შეგახსენებთ, ევროპის არცერთი ქვეყანა არ დარჩა, რომელიც არ თანამშრომლობს და არ ვაჭრობს რუსეთთან. მეტს გეტყვით, ლიეტუვამ და ლატვიამ რუსეთის ფედერაციაში ღვინის ექსპორტში გადაგვასწრო, ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა პიკს აღწევს. ასეთი სტანდარტის მქონე რეზოლუცია გვაქვს.
ჩვენ სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს, ჩვენი სანქცია რა უნდა იყოს, მაგრამ ჩვენს ეკონომიკას ჩამოანგრევს. რა აქვთ გამიზნული - ჩამოინგრეს ეკონომიკა, შესაბამისად ინფლაცია გაიზარდოს, დაბალი სამუშაო ადგილები, მეტი უმუშევრობა იყოს და ჰგონიათ, რომ ამით რევოლუციურ სცენარს უფრო ადვილად განახორციელებენ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.