ე.ი. „კარენოი ნაცები“ ძალიან აკადემიურები ჩანან, ძალიან ისეთები გახდნენ, გესმით? ხმის ტონალობაშიც ეტყობათ და რაღაც შეძლებიათ. ეს „გახარიები“ და ეს „ლელო“, რა დღეში არიან, მარგინალები და რადიკალები გახდნენ, რასთან გვაქვს საქმე? - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ მინისტრობის კანიდადტს, ირაკლი კობახიძეს დეპუტატები შეკითხვებით მიმართვენ.
„ბატონო ირაკლი, თქვენც შეამჩნევდით, ალბათ, ხომ? ე.ი. „კარენოი ნაცები“ ძალიან აკადემიურები ჩანან, ძალიან ისეთები გახდნენ, გესმით? ხმის ტონალობაშიც ეტყობათ და რაღაც შეძლებიათ. ეს „გახარიები“ და ეს „ლელო“, რა დღეში არიან, მარგინალები და რადიკალები გახდნენ, რასთან გვაქვს საქმე? ორი დღეა ვკითხულობ. გუშინ, საერთოდ არ შემოვიდნენ იმ დამწვარი „მუსტანგის“ მიმდევრები, საერთოდ არ მოუსმინეს. შესაძლებლობა გაქვს პრემიერობის კანდიდატს კითხვა დაუსვა და საერთოდ არ შემოვიდნენ. დღეს, „გახარიებმა“... პრინციპში, „გახარიების“ მესმის, გაიშიფრნენ, ამიტომ გაბრაზებულები არიან. სამეგრელოში მოატყუეს საზოგადოება, „ქართული ოცნების“ მეორე პარტია ვართო. ახლა, „ნაცები“ „უტყდებათ“ იმიტომ, რომ იციან, ისინი გაკოტრებულები არიან. აბა, რუსთავში და სამეგრელოში, ვინ შეუქმნა კოალიცია „ნაცებს“? მე მივმართავ ბატონ კირკიტაძეს, ის არის ძველი და "ნაღდი ნაცი“, მიიღეთ, გაშიფრულები არიან, ისინი ვერ გადალახავენ და მერე გაგიჭირდებათ, მიიღეთ თქვენ შემადგენლობაში „გახარიები“ და „ლელოს“ ვაცადოთ კიდევ, „მუსტანგით“ "კატაობა". ეს კითხვა მქონდა, რასთან გვაქვს საქმე, რამ განაპირობა ამათი ასეთი მეტამორფოზა, ერთის და მეორე ჯგუფის“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.