ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, საქართველოს თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო აკრიტიკებენ.
"პოლონეთის მაგალითს თუ ავიღებთ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პოლონეთს აქვს მწვავე დაპირისპირება ევროკავშირთან, სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში. ამის გამო, პოლონეთს დაფინანსება ჰქონდა ევროკავშირისგან შეჩერებული.
ამიტომ, როდესაც ვიღაც დაიწყებს საქართველოს კრიტიკას სასამართლო ხელისუფლების თუ ადამიანის უფლებების მიმართ, საკუთარ მდგომარეობას უნდა გადახედონ კარგად. ეს ფაქტები - პოლონეთის ყოფილი გენერალური პროკურორი რომ ითხოვს თავშესაფარს უნგრეთში, ამის ერთ-ერთი მაგალითია.
მიმდინარეობს პირდაპირი პოლიტიკური დევნა მარი ლე პენზე. იციან, რომ მომავალ არჩევნებში ის და მისი პოლიტიკური ძალა, დიდი ალბათობით, საფრანგეთში იქნება, როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო ლიდერი. მათთვის დასაშვებია ყველაფერი, მაგრამ საქართველოსთვის თითიდან გამოწოვილი მიზეზებიც კი თავდასხმისათვის გამოიყენება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.




