საქართველო დღეს არის ყველაზე უფრო განვითარებული ქვეყანა ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის. გამომდინარე აქედან, ის სპეკულაციები, რაც საქართველოს გარშემო მიმდინარეობს, ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ერთგვარ დაშანტაჟებას, რომ ეს უსიცოცხლო ოპოზიცია რამენაირად გააცოცხლონ და 26 ოქტომბრამდე მიიყვანონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ჩატარდება არჩევნები, გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, დამთავრდება უკრაინაში ომი და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება“.

„სააკაშვილი, ზურაბიშვილი და ოპოზიცია  გრძნობენ, რომ გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ. გამომდინარე აქედან, ერთადერთი, რისთვისაც ისინი ემზადებიან, არის არჩევნების შემდეგ ვითარების დესტაბილიზაცია, ფუჭია მათი გეგმები, მაგრამ სხვა რა დარჩენიათ, ემზადებიან ამისთვის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.