პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ამ თემას არაკეთილსინდისიერი პირები სენსაციის შესაქმნელად იყენებენ.

„არაკეთილსინდისიერი პირები და პოლიტიკოსები, გარკვეული მედიასაშუალებები იყენებენ ამ თემას ხელოვნური ესკალაციის, არარსებული პრობლემის წარმოსაჩენად, გარკვეული სენსაციის შესაქმნელად, რომელიც, ვხედავთ, რომ რაღაც უმართავ ფსიქოზში გადადის საზოგადოების მცირე, მაგრამ გარკვეული ნაწილის მხრიდან. ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია. მეორე მხრივ, თუ ვინმეს აინტერესებს ობიექტური ინფორმაცია და გვერდში დგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებები ღიაა და მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.