ახლა მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის პატარ-პატარა ოპოზიციური პროდასავლური პარტიებიც გაერთიანდნენ, გადალახონ ბარიერი და ვიბრძოლოთ ერთად საბოლოო გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

„Edison Research-ის კვლევიდან ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი ოპოზიციური პარტია ამ ქვეყანაში, რომელსაც ჰყავს სტაბილური, მზარდი ამომრჩეველი და რომელიც გადამწყვეტ სიტყვას იტყვის მიხეილ სააკაშვილთან ერთად რუსი ოლიგარქი ივანიშვილის დამარცხებაში. ასევე, ჩანს, რომ ამ ამ ქვეყანაში ამომრჩეველთა 60%-ზე მეტს არ სურს, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, მისი მთავრობა და პარტია დარჩეს ხელისუფლებაში. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის პატარ-პატარა ოპოზიციური პროდასავლური პარტიებიც გაერთიანდნენ, გადალახონ ბარიერი და ვიბრძოლოთ ერთად საბოლოო გამარჯვებისთვის“, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

Edison Research-ის კვლევის თანახმად, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს ქართულ ოცნებას ხმას გამოკითხულთა 36.6%, ხოლო ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 21.5% მისცემდა.