“ფაქტია, რომ მაშინ, როდესაც ჩვენი მოსახლეობა გაღარიბდა, ღარიბაშვილი მილიონერი გახდა, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ძალიან ბევრი წევრი. ღარიბაშვილმა გვითხრა, რომ პენსიონერმა მამამ აჩუქა 150 ათასი ლარი, არადა ამ ქვეყანაში ასობით ათას პენსიონერს საპენსიო სესხი ვერ დაუფარავს და თვიდან თვემდე ვერ გააქვს თავი.  - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. 

"ეს ყველაფერი არის ჩვენი მოქალაქეების დაცინვა და სხვა არაფერი. ივანიშვილის მთავრობის მთავარი საზრუნავი არის არა გაზრდილი ფასები, უმუშევრობა, არა ის, რომ ასი ათასზე მეტი ადამიანი ქვეყნიდან არის წასული, არამედ ის, რომ მას და მის გარემოცვას დამატებითი მილიონები ეშოვათ ხალხის ხარჯზე." - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ