მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ PABSEC-ში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში, - განუცხადა ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილმა მონტენეგროში ქართველ ჟურნალისტებს.

მეზურნიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ სულ მალე გაიმართება PABSEC-ის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალური ასამბლეა საქართველოში.

„ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ფორმატი შედგა და ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ PABSEC-ში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში. ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ სულ მალე გაიმართება PABSEC-ის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალური ასამბლეა საქართველოში“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.