კი, ოპოზიცია არის ამ აქციების ორგანიზატორი და ამით ვამაყობ და ამას ხმამაღლა ვამბობთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ აქციებზე და ამ აზრს იზიარებს საქართველოს მოსახლეობის 90% - ამის შესახებ "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ „ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
„კრემლი და „ქართული ოცნება“ ერთობლივი პროპაგანდით ცდილობენ, თითქოსდა საზოგადოება დაარწმუნონ, რომ მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ადამიანები დგანან ანტირუსულ და ანტიპუტინისტურ ასქციებზე. ეს არის ტყუილი. კი, ოპოზიცია არის ამ აქციების ორგანიზატორი და ამით ვამაყობ და ამას ხმამაღლა ვამბობთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ აქციებზე და ამ აზრს იზიარებს საქართველოს მოსახლეობის 90%. „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ბანდის და 3% პრორუსული მოსახლეობის ინტერესებს, რომელთაც უნდათ, პუტინის შემოსვლა და საქართველოს არა მხოლოდ 20%-ის, არამედ 100% ოკუპაცია“, - ამბობს კუპრაძე.