საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.