რესურსების მოზიდვა არის ჩვეულებრივი მოვლენა საშტაბო მუშაობის ფარგლებში. ის, რომ კონკრეტული რეგიონიდან ხდება კონკრეტულ დროის მონაკვეთში თანხების მობილიზება ესეც არის რესურსების მოზიდვის შედეგი. თანხების მოზიდვა მიზანმიმართულად ხდება იმისათვის, რომ საარჩევნო შტაბმა სათანადოდ იფუნქციონიროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართულ ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"რაც შეეხება ბიზნესის თავისუფლებას, იცით, რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი 2004-2012 წლებში საქართველოში. ბიზნესის რეკეტი იყო სისტემური მოვლენა, ასეთ პირობებში ლოგიკურია, რომ ბიზნესმენები დღეს სწირავენ თანხებს მმართველ პარტიას და არა ოპოზიციას. თუ ვინმეს ეშინია ყველაზე მეტად კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების, ეს არის ბიზნესი, რადგან მათ იციან როგორია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელწერა“, - აღნიშნა პრემიერმა.