„სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს, თუ იქნება მათი მხრიდან სინანული და აღიარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
"სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს, თუ იქნება მათი მხრიდან სინანული და აღიარება. ეს არის მკაფიო პოზიცია, რომელიც გამოვხატეთ და რომელიც ძალაშია“, - განაცხადა პრემიერმა.









