მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე არც ნატო - საქართველოს კომისიას, არც საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ "აიპრესის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"აიპრესის" კითხვას, საქართველოდან ყოველი საერთაშორისო ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, ოპოზიცია, ძირითადად "ნაციონალური მოძრაობა". საუბრობენ რომ მსოფლიო ლიდერები ითხოვენ მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. თქვენ პირველი ვიზიტი გქონდა აღმასრულებელი ხელისუფლების რანგში, იყო თუ არა პირადად თქვენთან საუბარი კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე? ასე უპასუხა პრემიერმა:
"არცერთ შეხვედრაზე, ასეთი საკითხი არ დაყენებულა, თამამად და სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ. არცერთ შეხვედრებზე, მათ შორის ორმხრივ შეხვედრებზე არ დაუყენებიათ ეს საკითხი, მათ შორის ნატო - საქართველოს კომისიას, საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრაზე არ იყო ნახსენები სააკაშვილის გვარი. ეს არის რეალური ვითარება." - განაცხადა ირაკლი კობახ