პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია და ჩვენი მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ თითოეული მათგანის შრომასა და გმირობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღე მიულოცა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სამინისტროს ყველა თანამშრომელს.
„მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო თითოეულ პოლიციელს, თითოეულ თანამშრომელს. პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია და რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ თითოეული მათგანის შრომას და გმირობას. კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო შსს მინისტრს და თითოეულ თანამშრომელს ეს დღე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.