საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

„ნიუ იორკში მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისადმი“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.