„ნაცმოძრაობა“, როგორც სენი, ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოვაშოროთ, რა თქმა უნდა, აქ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია გადამწყვეტი როლის შესრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია განსაკუთრებული როლის შესრულება „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საქმეში.
„პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი სჭირდება ქვეყანას, სჭირდება საქართველოს. როგორც სჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს 2012 წელს და როგორც მოახდინა მან დემოკრატიული გარდატეხა 2012 წელს, ასეთივე გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება ჩვენ დღეს და ამ გარდამტეხ ცვლილებებში ვგულისხმობ პირველ რიგში იმას, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც სენი, ქართულ პოლიტიკას ჩვენ უნდა ჩამოვაშოროთ. რა თქმა უნდა, აქ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია გადამწყვეტი როლის შესრულება, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია განსაკუთრებული როლის შესრულება ჩვენ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საქმეში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.