რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა მიმართულია პირდაპირ სახელმწიფოს, ეკლესიის და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაზეც დგას ჩვენი ქართული იდენტობა - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას და იდენტობას.
„ეს არ არის ახალი. ჩვენ ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ ამ ადამიანების, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა მიმართულია პირდაპირ სახელმწიფოს, ეკლესიის და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაზედაც დგას ჩვენი ქართული იდენტობა. ეს არის მათი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი და მთავარი მიმართულება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ. ამას, პირველ რიგში, ქართული საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს და აუცილებლად დაუპირისპირდება. მორიგი განაჩენი დადგება ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას და ჩვენს იდენტობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.