ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრაკოვში მომხდარი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრაკოვში მომხდარი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მძიმე წუთებში საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს“, - აღნიშნავს პრემიერი.
შეგახსენებთ, პოლონეთში მამაკაცმა ავტომობილიდან გამვლელების მისამართით ცეცხლი გახსნა - დაღუპულია ხუთი ადამიანი, დაშავდა ათამდე პირი










