ჩვენი მიზანია, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს იმავე ხარისხის უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის, რასაც ისინი იღებენ დღეს სხვა ქვეყნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  რომ გეგმის პირველი ნაწილი უკვე შესრულდება ერთ წელიწადში.

„შემდეგი სასწავლო წლისთვის უკვე მზად ვიქნებით იმისთვის, რომ გადავიდეთ მეორე ეტაპზე. რაც შეეხება კონცეფციის სრულ განხორციელებას, თავისი ინფრასტრუქტურის ნაწილით და სხვადასხვა კომპონენტით, ამას დასჭირდება დაახლოებით სამი-ოთხი წელიწადი“, – განაცხადა პრემიერმა.