რაც შეეხება ჩემს განცხადებას ფულის აღებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო გუნდზე იყო საუბარი, 2018 წელს საპარლამენტო გუნდის არცერთ ლიდერთან დაკავშირებით არასდროს ფულთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა. რაც ვთქვი, იმაზე დღესაც ვაგებ პასუხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იმავეს თქმა შეუძლია დღეს სამთავრობო გუნდზეც.
„რაც შეეხება ჩემს განცხადებას ფულის აღებასთან დაკავშირებით – მაშინ ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ ვსაუბრობდი საპარლამენტო გუნდზე. ვისზეც ვსაუბრობდი, დღესაც შეგიძლიათ, გაიხსენოთ, ვინმეზე იყო თუ არა რამე კითხვის ნიშნები. საპარლამენტო გუნდზე იყო საუბარი 2018 წელს. საპარლამენტო გუნდის არცერთ ლიდერთან დაკავშირებით არასდროს ფულთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა. რაც ვთქვი, იმაზე დღესაც ვაგებ პასუხს. რასაც ვამბობდი მაშინ საპარლამენტო გუნდზე, დღესაც იგივე შემიძლია ვთქვა მთელი პასუხისმგებლობით სამთავრობო გუნდზე“, – განაცხადა პრემიერმა.










