ხვალ 4 ოქტომბერია, ყველას ახსოვს 2025 წლის 4 ოქტომბერი და ოპოზიციის ლოზუნგი, 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთო, კარგად გვახსოვს, მათი დაწყებული, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ და საზოგადოების მიერ დასრულებული კიდევ ერთი სცენარი, რომელიც წარსულს ჩაბარდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

როგორც „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კირცხალიამ განაცხადა, ნიშანდობლივია, რომ დღეს საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, რადგან ე.წ. პარტიებს დავალება არ და ვერ აქვთ მიღებული.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ არჩევნები „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვებით დასრულდება.

„17:00 საათის მონაცემებით, ახმეტაში ამომრჩეველთა 39 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, დმანისში 50 პროცენტმა, წალკაში 37 პროცენტმა, ხოლო ვანში 57 პროცენტმა. ამომრჩეველს აქტივობისკენ მოვუწოდებ, თუმცა მაჩვენებლები გვეუბნება ეს ისედაც მაღალია შვიდივე უბანზე. საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია, რა ხდება დღეს ჩვენს ე.წ. ოპოზიციურ ფლანგზე, იმ აგენტურულ ფლანგზე, რომელმაც თავის თავს ოპოზიცია შეარქვა. ხვალ 4 ოქტომბერია, ყველას ახსოვს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო 2025 წლის 4 ოქტომბერს და ასევე გვახსოვს მათი ლოზუნგი, 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთო. კარგად გვახსოვს, მათი დაწყებული, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ და საზოგადოების დასრულებული მათი კიდევ ერთი სცენარი, რომელიც ჩაბარდა წარსულს. დღევანდელი დღე მიუთითებს, როგორი უნდა იყო დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც რეალური პარტიები, ოპოზიცია იღებს მონაწილეობას არჩევნებში. ლუსტრაციაა იმის, რომ როდესაც დავალება არ და ვერ აქვთ თავიანთი რესურსის და ყველა ჩაფლავებული რევოლუციური სცენარის გამო, იმის გამო, რომ მათი სახე კარგად იცის საზოგადოებამ, ვხედავთ, რომ ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რეალურად სად დგანან ეს ძალები, რომლებიც თავის თავს პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ. მათ ერთ ოლქში საერთოდ ვერ დააყენეს კანდიდატი და ერთადერთი ე.წ. პოლიტიკური პარტია, რომელმაც გადაწყვიტა, გადააწყვეტინეს ამ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, არის „ლელო“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „გახარია-საქართველოსთვის“, რომელიც გვახსოვს, რა სცენარით შემოვიდა პარლამენტში, საერთოდ ვერ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. დღევანელი დღე და მათი მონაწილეობა-არმონაწილეობა და გარემო, რომელშიც პროცესი მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა საჭიროება იყო ამ ე.წ. პარტიების საკონსტიტუციო სარჩელში შეტანა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მაღალი სხვაობით მოიგებს „ქართული ოცნების“ თითოეული კანდიდატი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.