"ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ ენჯეოები პარტიულები და შავი ფულის გამტარები არიან.

"დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი უდიდესი კონტრიბუტორი იქნება, "ენჯეოს" აღარ ვეძახი ოღონდ მე მათ, ესენი არიან ჩვეულებრივი შპს-ები, პარტიულები, შავი ფულის გამტარი შპს-ები. 

რატომ არ უნდა გაგვიჩნდეს ეჭვი? როდესაც გამოდის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აქ ტრენინგებს მართავდა, როგორ უნდა შეუტიონ სახელმწიფო შენობებს, ახლა კი იმაზე საუბრობენ, როგორ უნდა დაიწყოს პროტესტი თურმე სახელმწიფო უნივერსიტეტის პიკეტირებით.

ამ მოწოდებებს როდესაც აკეთებს ეს ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ერთი წლის წინ გადატრიალების ტრენინგს აკეთებდა, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური კითხვა და ეჭვი ჩნდება, რომ ეს ყველაფერი თვითლუსტრაციაა, რასაც საზოგადოება კარგად ხედავს,"- აცხადებს ირაკლი კირცხალია.