ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა, ყველა კითხვას პასუხი გასცეს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
"ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხულ იქნა მოწმის სახით. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ჩხრეკა მის ბინაში და ამ თემასთან დაკავშირებით ამოღებული საგნების ირგვლივ დაისვა შეკითხვები. ბრალთან დაკავშირებით არ ვიცით, არავის გავუფრთხილებივართ, ჯერჯერობით. ველოდებით, გამოძიების მხრიდან, როგორ იქნება შეფასებული მისი ჩვენება და პასუხები. გარკვეულ ამოღებულ ნივთებთან დაკავშირებით გასცა პასუხი. შესაძლოა, ეს ყველაფერი შეფასდეს, როგორც რაღაც პერიოდში უკანონო შემოსავალი, - არ ვიცი, ვართ ამის მოლოდინში. თანამშრომლობას ჩვენ ვეძახით იმას, რომ ის კანონმორჩილი ადამიანია და მზად არის, ყველა კითხვას, რაც ექნება გამოძიებას, პასუხის გასცეს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა.




