დღეს ეს ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული ბოროტება ჩვენს ახალგაზრდობას ჰპირდება ევროპულ ინტეგრაციას, მაშინ როცა მათ არაფერი გაუკეთებიათ ევროინტეგრაციის გზაზე და პირიქით ყველაფერს ანტი-ევროპულს და ანტი-დემოკრატიულს აკეთებდნენ როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ამ დროს თქვენ იცით, რომ ყველა მიღწევა ევრო-ინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნების“, ჩვენი დამსახურებაა, იქნება ეს უვიზო რეჟიმი ევროპაში, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მშვიდობა, სტაბილურობა პროგრესი ყველა მიმართულებით. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა გორში, ~„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განცხადა.
"ამიტომ, მინდა მათ მივმართო ვინც ჯერ კიდევ მხარს უჭერს სააკაშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მოკავშირე სატელიტურ პარტიებს და კოალიციებს, რომ ევროინტეგრაციის ნაცვლად მიიღებთ ისევ სისხლიან დიქტატურას, მშვიდობის ნაცვლად მიიღებთ ომს, ხოლო ევროპის ნაცვლად ახალგაზრდებს წაიყვანენ ომში! თვითონ კი გაიქცევიან ევროპაში, როგორც ეს წინა ომის დროს გააკეთეს. ამიტომ, გაუაზრებელი რაღაც უკეთესის ძიებაში გარანტირებულად მივიღებთ უარესს და შემდეგ უკვე გვიანი იქნება სინანული... დღეს ეს ბოროტება აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები, გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე, გირჩი ჯაფარიძე. სხვათაშორის, გახსოვთ ეს უკანასკნელი როგორ სამარცხვინოდ მოიქცა, საოკუპაციო ხაზთან, რომელსაც იცავენ ჩვენი საამაყო პოლიციელები, ეს არარობა მივიდა და სამარცხვინო პერფორმანსი დადგ, რითაც მიაყენა შეურაცხყიფა ჩვენს ხალხს, ჩვენს დაღუპულ გმირებს. იმ ხალხს, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ ამ გამყოფი საოკუპაციო ხაზის მიღმა. ასეთი ხალხი ითხოვდა სანქციების დაწესებას, უკრაინაში მეომრების გაგზავნას და მეორე ფრონტის გახსნას." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.