პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან დისკუსიაში შესვლას არ აპირებს.
"ნიკა მელიასთან დაკავშირებით, არ ვაპირებთ არც მე და არც სხვა წევრები დისკუსიაში შესვლას, იმიტომ რომ ეს კაცი არის პოლიტიკური ტყვე, პატიმრობაში იმყოფება და არ იქნება ლამაზი, ტელევიზიიდან ვეკამათებოდე პოლიტიკურ პატიმარს. ჩვენ არ დაგვირღვევია შეთანხმება, შეთანხმების დარღვევა არ არის მიხეილ სააკაშვილის მიერ ფაქტების კონსტატაცია, წარსული ფაქტების კონსტანტაცია. ამიტომ, მომავალშიც შესაბამისად იგივე გაგრძელდება. მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წარსულის და აწმყოს შეფასება ვისაც არ მოეწონება, შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ მას ექნება უფლება, გააკეთოს განცხადებები და შეფასებები," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.




