დღეს მიხეილ სააკაშვილი იმაში უნდა გაერკვეს, თავის პარტიაში რა როლი აქვს, ამის შემდეგ შეიძლება საუბარი ქართულ პოლიტიკაში მის როლზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც მარტივად თმობს საკუთარი სახელმწიფოს მოქალაქეობას, პოლიტიკური ცხოვრებისა და აქტივობის დიდი მორალური საფუძვლები არ უნდა გააჩნდეს“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის მცდელობა, ჩამოირეცხონ ის სირცხვილი, რომელიც თავიანთი მმართველობის პერიოდში დააგროვეს.
„ჩვენ დღეს ცხადად ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ვანო მერაბიშვილი მართავს, ფინანსდება დავით კეზერაშვილის კრიმინალური ფულით. ვინ სად გარბის, რას იძახის და რას ლაპარაკობს არავინ იცის“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
პატიმარი სააკაშვილის განცხადება, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, ახალმა სახეებმა უნდა მიიღონ, განხილვის თემაა ოპოზიციაში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პარტიას განახლება მართლაც სჭირდება. ნაწილისთვის, კი სააკაშვილის ეს განცხადება, არაფერს ცვლის.