დღეს ფაქტობრივად ვხედავთ, რომ ოპოზიციაში არის ქაოსი, ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, ასე უკვე არის რამდენიმე წელია, მას შემდეგ რაც მათ არ გამოუვიდათ ქვეყნის დეატაბილიზაციის გეგმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ყველა კარგად ხვდება, რომ ოპოზიცია არანაირი დღის წესრიგი არ აქვს.
„ოპოზიციას არ შეუძლია პოზიტიური შეთავაზებებით წარდგნენ ჩვენი მოქალაქეების წინაშე, მათ არა აქვთ არანაირი შინაარსის მატარებელი პოლიტიკა, მათი პოლიტიკა თავიდან ბოლომდე დესტრუქციაზეა დაფუძნებული. ვხედავთ, რომ ისინი შეთანხმებას ვერც მიაღწევენ მომავალში, თუმცა მნიშვნელობა არა აქვს ისინი რას იზამენ, ვინაიდან, დღეს ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედგები, რომლითაც „ქართული ოცნება“ წარდგება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და ჩვენ გვაქვს ღრმა რწმენა, რომ 2024 წლის არჩევნებზე მოვიპოვებთ მნიშვნელოვან გამარჯვებას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.