ჩემი პირდაპირი ვალდებულებაა სრულად ვიყო ინფორმირებული რა შესყიდვები ხორციელდება თავდაცვის სამინისტროში და როგორია სისტემის ფინანსური მდგომარეობა. პირობას გაძლევთ, კომპრომისი არ იქნება არცერთ ადამიანთან, ვინც მზად არის კომპრომისი გასწიოს  ჯარისკაცები ხარჯზე.  - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა  ირაკლი ჩიქოვანი, მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან განაცხადა. 

"ეს არ იქნება არავითარ შემთხვევაში, არც კვების ნაწილში, არც სხვა უზრუნველყოფის ნაწილში. ჩვენი ჯარი, ჩვენი თავდაცვის ძალები არის განსაკუთრებული ნაწილი ჩვენი საზოგადოების . თითოეულ ჩვენგანს და არამხოლოდ მათ ვინც ვემსახურებით თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებას, არამედ ნებისმიერი მოქალაქის და აქ კომპრომისი არ იქნება. " - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა