„ეუთო არის ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ, გარდა მინისტერიალისა, გვაქვს მრავალწლიანი პარტნიორობა და თანამშრომლობა. მინისტერიალიც ყოველთვის არის პლატფორმა, როდესაც ჩვენ გვაქვს საშუალება, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. ჩემთვის გაუგებარია საფუძველს მოკლებული აჟიოტაჟი, რომელიც საქართველოში ოპონენტების მხრიდან არის შექმნილი. - - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
"ჩემი აზრით, ამაზე კომენტარიც კი არ არის გასაკეთებელი. საქართველო იყენებს ყველა შესაძლებლობას და პლატფორმას, სადაც შესაძლებელია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გავატაროთ. ეს არის მიზეზი, მიზანი, თუ რატომ ვიმყოფებით აქ, ასევე ჩვენი დამოკიდებულება, პატივისცემა თავად ორგანიზაციის მიმართ, რომელიც ძალიან ღირებულ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში. ტრადიციულად, ჩვენი მეგობართა ჯგუფისგან, რომელიც გვაქვს ეუთოში, რომელშიც გაერთიანებული არიან ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მხარს უჭერენ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და გამოწვევების მიმართ არიან ძალიან მხარდამჭერნი, წელსაც მივიღეთ მათგან ძალიან მკაფიო განცხადება, სადაც საუბარია ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს ორდღიანი მინისტერიალი იმართება.სადაც მონაწილეობას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. რასაც ქართული ოპოზიციის ნაწილი აპროტესტებს.