"ამ სტატისტიკის მიხედვით გამოდის რომ ნახევარ საქართველოზე მეტი ეწევა და რას ვკრძალავთ? გვინდა ნახევარი საქართველო კრიმინალად ვაქციოთ?
ლეგალიზაციის არგუმენტია რაც აქ წერია და არა აკრძალვის".
ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა. აქედან, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა 240 პირს, 23-მა პირმა თავი აარიდა შემოწმებას.