"მწეველები, ე.წ გროვერები და ის ხალხი, რომელმაც ამ თემაზე დამალვა არჩია, მაშინ როცა მოქმედების დრო იყო, ამას იმსახურებენ, სამწუხაროდ" - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ერთერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება. სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამის ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი რიგგარეშე სხდომაზე დღეს 81 ხმით პირველი მოსმენით დაამტკიცეს.