"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ  საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა,  გუშინ რომ ხალხი მიუვარდა მოსამართლეს და დღეს რომ იგივე მოსამართლე ასამართლებს, თავისი შინაარსით ეს რამდენად ნორმალურია?

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი განცხადებით: „ეს რამდენად ნორმალურია, რომ ცენტრალიზებული მმართველობის სისტემა გაქვს, ვიღაც მოგივარდა და დღეს დილით იმ ხალხს, უბრალოდ, პანტაპუნტით ყრი ციხეში? ან, ზოგადად, შესაძლებელია, მართლმსაჯულების ახლა განხორციელება ამ ქვეყანაში ისე, რომ მოსამართლე, მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად თვლიდეს ჟურნალისტის მიერ თუნდაც პოლიციელისთვის ხელის გარტყმას? მე, მეორე მხრივ, რაღაც სიგიჟე მგონია, აქეთ მხრიდან რაც ხდება, არაღიარება იმის, რომ ვიღაცას ბოთლი ესროლე, მაგრამ ბოთლის სროლის გამო ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს მართლა ახლა, ამ სიტუაციაში, როცა ემოციები ასეა, როდესაც მიტინგია და ზოგადად, ადამიანების კამათის განწყობაა?“ – განაცხადა ხვიჩიამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, სასამართლო ხომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს და ეტყოდა თუ არა მას ოპონენტი, სტუდიაში რომ იჯდეს, რა რეაქცია მოჰყვებოდა პოლიციელისთვის ხელის გარტყმას, დამიზნებით პიროტექნიკის სროლას თუ დაუმორჩილებლობას სხვა ქვეყნებში და რომ ამას იქ ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვებოდა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ, ზოგადად, სხვა ქვეყნის არგუმენტს შინაარსი არ გააჩნია კამათში.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, მას პრეტენზია აქვს ისეთ ლიდერებზე, რომლებიც ხალხს მოუწოდებდა, მიაწექითო.

„მოუწოდებდნენ, აბა ხალხო, მიაწექით, აგერ ვართო და თვითონ დამალული არიან. არც ერთი პოლიტიკური ლიდერი ციხეში არ ზის, ვინც მანამდეც არ იჯდა. ხალხი ციხეში ზის ამ მოწოდებების გამო და ეს ხალხი არის გამქრალ-დამალული. თან, ეს გაქრობა და დამალვა რატომღაც, ღირსებად ეთვლებათ. აი, ეს მაწუხებს მე.