იაგო ხვიჩია: "ლელოს" და ვაშაძის პარტიას შეთანხმება უნდა, "ევროსაქართველოს" - არა

1610991308
გადავწყვიტეთ, რომ მოდი ჯერ ყველას ერთად დაველაპარაკოთ და მერე სათითაოდ შევხვდეთ იმ ხალხს, რომლებიც არ არიან დესტრუქტორები და ხელს არ გვიშლიან საუბრის დროს, - ამის შესახებ "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, "ევროპულ საქართველოს" შეთანხმება არ უნდოდა.
"დავაკვირდით, ვინ როგორ იქცევა - არის პარტიები, რომლებსაც უნდა შეთანხმება და არიან პარტიები, რომებსაც არ უნდა შეთანხმება. ამ შეხვედრების შედეგად მივხვდით, რომ შეთანხმება უნდა ვაშაძის პარტიას, "ლელოს", მაგრამ შეთანხმება არ უნდა "ევროპულ საქართველოს". ამ პარტიის ის წარმომადგენლები, რომლებიც დადიან შეხვედრაზე, მიდრეკილები არიან, რომ კონკრეტული შედეგი არ იყოს. როდესაც ვსაუბრობდით, რომ ასე წავიდეთ თუ ისე წავიდეთ, ამრევი რომ გირევია, რომელსაც არ უნდა შეთანხმება, ის ყოველთვის იპოვის ნაკლს.
არ მინდა კრიტიკული ვიყო, უბრალოდ პოლიტიურად არ აწყობდათ შეთანხმება და ეს ჩემთვის მეორე-მესამე შეხვედრაზე ცხადი გახდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოდი ჯერ ყველას ერთად დაველაპარაკოთ და მერე სათითაოდ შევხვდეთ იმ ხალხს, რომლებიც არ არიან დესტრუქტორები და ხელს არ გვიშლიან საუბრის დროს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, "ევროპული საქართველოდან" შეხვედრებზე დადიოდნენ: გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, სერგი კაპანაძე და დავით ბაქრაძე.