9 აპრილს დაგეგმილი მიტინგის დაანონსება, მიტინგის დაშლისკენ გადადგმული ყველაზე ახლო ნაბიჯია, მე ამ მიტინგთან არაფერ შუაში არ ვარ", -  ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"9 აპრილი უკვე არის ისეთი თარიღი, რომელსაც ზოგადად მიტინგების ჩატარების თვალსაზრისით უნდა მოერიდო. ჯერ ერთი, ბევრი სპეკულაციების საშუალებას იძლევა და ასევე, კონკრეტულ რაღაცას ნიშნავს და მთელი ერი ვკამათობთ იმაზე ეს დღე საზეიმოა თუ სამგლოვიარო. ახლა შემოგვაქვს კიდევ ერთი მსჯელობა - ნაცების მიტინგის დღე არის თუ არა. ჩემი აზრით, ეს მინიმუმ თავიდანვე არ არის სწორად დაგეგმილი. მე ამ მიტინგთან არაფერ შუაში არ ვარ. ვერ წარმომიდგენია "ნაცების" მიტინგზე რომ მივიდე. ზოგადად, 9 აპრილს დაგეგმილი მიტინგის დაანონსება, მიტინგის დაშლისკენ გადადგმული ყველაზე ახლო ნაბიჯია. 9 აპრილი სხვა ხალხს ეკუთვნის,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ

ლევან ხაბეიშვილი: გთავაზობთ, 9 აპრილს, 17:00 საათზე, შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე