„პირველად ვნახეთ ასეთი ხანმოკლე შიმშილობა, თუ ამას შიმშილობას დავარქმევთ და პირველად ვნახეთ, რომ ეს აქტი მიმართული იყო საკუთრივ ოპოზიციის მიმართ. ჩვენ ვნახეთ ერთგვარი დეტოქსი რუსთაველზე, ამას არ შეიძლება, შიმშილობა დაერქვას, მაგრამ ძალიან მისასალმებელია, რომ მან ეს აქტი შეწყვიტა. – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
აქ მესამე ფაქტორიც გამოჩნდა და ეს იყო გერმანიის ელჩის როლი, რომელმაც, მე მგონი, პირველად საქართველოს ისტორიაში, მოინახულა მოშიმშილე და ერთგვარი თანაგრძნობა გამოუცხადა, მაგრამ საერთოდ არც კი გაახმიანა, არც შემდგომ კომენტარში და არც მერე, ამას რომ მოჰყვა გარკვეული კრიტიკა, რომ იცი, რაღაცნაირად შეწყვიტოს ამ ადამიანმა შიმშილობა, იქნებ სხვა გზას მივმართოთ. საერთოდ, დასავლური წარმომადგენლობები დუმან აგრეთვე, ისევე, როგორც ქართული ოპოზიციური სპექტრი იმასთან დაკავშირებით, თუ ხვალ და ზეგ რა სჯობს. ისინი მხოლოდ დაკავებული არიან, გარკვეულწილად, როგორც დონორები, თავისივე კრეატურის, ამ პარტიებად წოდებული ჯგუფების მხარდაჭერით. ანუ, პრაქტიკულად, ისინი აქეზებენ და ახალისებენ მათ დესტრუქციულ, შეიძლება ითქვას, ექსტრემისტულ, ანუ მარგინალურ პოლიტიკას, რაც უკვე ვეღარ იმალება, ძალიან მკაფიოა ეს პოზიცია. ეს უკვე რეალურად სცდება დიპლომატიური მისიის ფარგლებს“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.











