ვხედავთ, რომ პატიმარი სააკაშვილი რეალობაში ვერ ცხოვრობს და რაღაც ილუზიები აქვს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დაშლილია.
„ნაციონალური მოძრაობა“ ისე დაიშალა, რომ მას ელიავაზე თუ ჩაიბარებენ და სააკაშვილს მისსავე დაფუძნებული პარტიისთვის თანხებს ნაწილ-ნაწილ მისცემენ. ვხედავთ, რომ პატიმარი სააკაშვილი რეალობაში ვერ ცხოვრობს და რაღაც ილუზიები აქვს. ახლა „ვარდების რევოლუცია“ გაახსენდა, მანამდე ქართულ პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა, სულ მანამდე თავის თავს მხოლოდ უკრაინაში ხედავდა. შემდეგ პოზიცია შეცვალა და ისევ რადიკალიზმს დაუბრუბდა. ამ მანიფეტსაც ისეთივე ბედი აქვს, როგორიც იმ წინაპირობებს ჰქონდა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებაზე წამოაყენა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.