პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას გაერთიანების თავადაც არ სჯერა.

მისივე თქმით, საზოგადოებაში არავის სჯერა „ნაცმოძრაობის“ სატელიტების, რომლებიც ბოდიშს არ იხდიან „ეკლესიის გინების გამო ან წინა ხელისუფლების მსხვერპლთა ოჯახების წინაშე და მხარს უჭერენ ლგბტ პროპაგანდას“.

„ყველა არჩევნების წინ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები ცდილობდნენ, რეგიონებში გასულიყვნენ და იქ უარს რომ იღებდნენ, უცხოეთში მიდიოდნენ, ცდილობდნენ, იქიდან თანხები და მხარდაჭერა წამოეღოთ. ამ ვითომ გაერთიანების თავადაც არ სჯერათ. როგორც კი გაერთიანება დააარსეს, თქვეს, კი გავერთიანდით, მაგრამ ცალ-ცალკე ვიბრძოლებთო. ასეთი მიდგომები როცა გაქვს, ცალ-ცალკე ივლი თუ ოთახ-ოთახ, ამას არაფერი ეშველება. რა უნდა შესთავაზონ საზოგადოებას „ნაცმოძრაობის“ სატელიტებმა? ეკლესიის გინების გამო ან წინა ხელისუფლების მსხვერპლთა ოჯახების წინაშე ბოდიშს იხდიან? არ იხდიან. ხალხმა, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, 17-21 მარტს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეკლესიისა და მართლმადიდებლობის მომხრეა. ე.წ. გაერთიანებაში კი მხარს უჭერენ ლგბტ პროპაგანდას. რას შესთავაზებენ ხალხს? მათი არავის სჯერა, მგონი, არც მათ ამომრჩეველს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.