მე ვიტყოდი, რომ ეს ბანერი ძალიან კარგია, რადგან ერთიანობასა და გაერთიანებაზე ჩვენ ვლაპარაკობთ და „ნაცები“ სულ ლაპარაკობენ დაყოფასა და ომზე, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერზე საუბრისას.
„ერთიანობას თუ აირჩევს ხალხი, რა თქმა უნდა, ხმას მისცემს 41-ს. რაც შეეხება „ოცნების“ მოშორებას, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რომელმაც პრაქტიკულად უკვე მიიღო ეს გადაწყვეტილება და ვის მოიშორებენ ამას ვნახავთ 26 ოქტომბერს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისათვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნეგატიური კამპანია დაიწყო და ქალაქში ზიზღის შინაარსის შემცველი ბანერები გამოაკრა.