„ხაბეიშვილი ამბობს, რომ მისი ერთადერთი მიზანია რევოლუცია. ის არსად შემვარდნელი არ არის, ხაბეიშვილი გვაგონებს ქართულ მულტფილმს – ყურშა გაყოყოჩდა, აქეთ გორას ფეხსა ვკრავო. ამაზე უკვე ხალხი იღიმება, რადგან ხაბეიშვილზე სერიოზულ კომენტარს პარტიის ლიდერებიც ვერ აკეთებენ“, – განაცხადა მოძრაობა "ხალხის ძალას" წევრმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადების საპასუხოდ, სადაც ის ამბობს, რომ საჭირო თუ გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოიხსნიან.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ რაც მალე დაიშლება, მით უკეთესია სახელმწიფოსთვის.
„ჩვენთვის რომ ეკითხათ, ვის თავმჯდომარეობას ვუსურვებდით „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენ რომ გვეფიქრა, ვერ მოვიფიქრებდით, რომ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გამხდარიყო. „ნაცმოძრაობა“ რაც მალე დაიშლება, მით უკეთესია სახელმწიფოსთვის. ხაბეიშვილს კარგად მიჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი, რადგან თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილის არის და სწორედ ამ სტატუსით გაიმარჯვებს. მერაბიშვილ-კეზერაშვილის კრიმინალური წარსულის თაობაზე კარგად ვიცით და ეს ადამიანი რომ აღიარებს, ისაა მერაბიშვილ-კეზერაშვილი, ადვილი მისახვედრია, რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.