„საქართველოზე მიდის სასტიკი პოლიტიკური ტერორი, ყურის ძირში მიდის მესამე მსოფლიო ომი“,- ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველო გადარჩა მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის სახით პრინციპული ადამიანი არის.
„ყურის ძირში მიდის მესამე მსოფლიო ომი. აქვე ვართ, გადავრჩით მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არის პრინციპული კაცი და ღმერთმა გამოგვიგზავნა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც დაუპირისპირდა ბნელი ძალები მსოფლიოსი. გაწირეს შვეიცარია. შვეიცარია ეყრდნობა საბანკო სისტემას, ეს ვიცით სულ ყველამ. ისიც კი გაწირეს. აი, ამ ვითარებაში მყოფ ქვეყანაზე, მიდის სასტიკი პოლიტიკური ტერორი ყოველდღიური.
რას ლაპარაკობენ? ერთი არგუმენტი, ვითხოვთ. მე სულ მაინტერესებს ევროკავშირზე რომ მიდის ლაპარაკი, ბრიტანეთმა რატომ დატოვა ევროკავშირი? რატომ არავინ კითხულობს ამას? ინგლისი რა, პუტინთან წავიდა? ესე იგი ამის მიზეზები არის. არანაირი კეთილდღეობა ევროკავშირში აღარ არის. ამიტომ ეს მიზანი, რომელიც 5 წლის წინ იყო, დღეს ის მიზანი აღარ არის. ეპოქა ეპოქას ცვლის, იცვლება ვითარება და უნდა გამოდიოდე შენი ინტერესებიდან“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.